Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ატალანტა გასპერინის კონტრაქტს გაუხანგრძლივებს ?

ატალანტას პრეზიდენტმა ანტონიო პერკასიმ ჯან პიერო გასპერინის მომავალზე კომენტარი გააკეთა.

„გასპერინიმ ატალანტაში შესანიშნავად იმუშავა და გუნდის შედეგები ყველაფერზე ნათლად საუბრობს. რა თქმა უნდა ჩვენ მისი გაშვება არასოდეს გვიფიქრია და მეტსაც გეტყვით, ჩვენ მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება გვსურს, რომელცი მას 2022 წელს ეწურება.

„გუნდის სატრანსფერო გეგმებს რაც შეეხება, ჩვენ შემადგენლობის გაძლიერებას აუცილებლად ვეცდებით, თუმცა ატალანტას ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს როგორც ძირითადში, ასევე სათადარიგოზე.“