Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ატალანტა გასპერინის პოტენციური შემცვლელების ძიებაშია

იტალიური მედიის ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს ატალანტას რიგები ჯან პიერო გასპერინიმ დატოვოს.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, ლა დეას ახალი მფლობელები გუნდის შედეგებით უკმაყოფილოები არიან და იტალიელი სპეციალისტის შეცვლას სერიოზულად განიხილავენ.

წყაროს ინფორმაციით, ატალანტას ხელმძღვანელობა ტორინოს თავკაცის ივან იურიჩის და ვერონას მწვრთნელის იგორ ტუდორის კანდიდატურებს განიხილავს.