Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ატალანტა გომესს კონკურენტებს არ მიყიდის

Sky Sport italia-ს ინფორმაციით, ატალანტა პაპუ გომესს სერია ა-ს არც ერთ გრანდში არ გაუშვებს, რომ კონკურენტები არ გააძლიეროს და იქიდან გამომდინარე, რომ არგენტინელს ევროპაში თამაში სურს, დიდი ალბათობით გომესი იტალიას დატოვებს.

ალეხანდრო გომესსა და გასპერინის შორის მომხდარი კონფლიქტის შემდეგ ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ბერგამოელთა კაპიტანი გუნდს დატოვებს და მის სახელს ინტერს და იუვენტუსს უკავშირებდნენ, თუმცა როგორც ჩანს გომესს გუნდსი პოვნა სხვა ჩემპიონატში მოუწევს.

რამდენიმე დღის წინ გომესის გაფორმების სურვილი ფიორენტინამაც გამოთქვა, თუმცა იმის გამო, რომ იები ევროპულ სარბიელზე არ მონაწილეობენ, ალეხანდრო გომესი ფლორენციაში გადასვლისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.