Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ატალანტა და იუვე ფლორენცის სიტუაციას აკვირდებიან

იანვრის შემდეგ ალესანდრო ფლორენცი ვალენსიაში,იჯარის წესით ირჯებოდა და სეზონის დასრულების შემდეგ რომას დაუბრუნდა,თუმცა როგორც აღმოჩნდა,ის პაულო ფონსეკას სამომავლო გეგმებში არც ამჯერად შედის და გუნდი მის გაყიდვას აპირებს.

თავად ფეხბურთელს იტალიის დატოვება არ უნდა და წინადადებებს მხოლოდ სერია ა-ს გუნდებიდან განიხილავს, იტალიელი უკანახაზელის გაფორმების სურვილი კი იუვენტუსმა და ატალანტამ გამოთქვეს.

Il Romanista-ს ინფორმაციით,რომა მზად არის ფეხბურთელი 12-15 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვას,რაც მისი დონის ფეხბურთელისთვის საკმაოდ კარგი ფასია.

იუვენტუსში ფლორენცის ძირითადი შემადგენლობის იმედი არ უნდა ჰქონდეს, თუმცა ატალანტაში საქმე განსხვავებულადაა. ბერგამოელები მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ და ფლორენცის დონის ფეხბურთელი გუნდში ნამდვილად გამოადგებათ.

Leave a Reply

Your email address will not be published.