Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ატალანტა და კალიარი ლოვატოს ტრანსფერზე შეთანხმდნენ

იტალიური მედიის ინფორმაციით, ატალანტას ცენტრალური მცველი მატეო ლოვატო კარიერას კალიარის რიგებში გააგრძელებს.

21 წლის იტალიელი ფეხბურთელი ატალანტას მიმდინარე სეზონის სტარტზე ვერონადან, 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა ის არც თუ ისე ბევრ სათამაშო დროს იღებს და ბერაგმოელები მზად არიან, პრაქტიკის მისაღებად ლოვატო კალიარიში იჯარით გაუშვას.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლოვატო კალიარის 6-თვიანი იჯარით შეუერთდება და ის გუნდში დიეგო გოდინის შემცვლელი იქნება, რომელმაც სარდინიული გუნდის დატოვება ზამთარში უკვე დააანონსა.