Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ატალანტა და რომა ბუფონის გაფორმებას ცდილობენ ?


მას შემდეგ, რაც ჯიჯი ბუფონმა იუვენტუსიდან წასვლა ოფიციალურად დააანონსა, მისი სახელი არაერთ გუნდს დაუკავშირეს.

რამდენიმე დღის წინ ესპანურ მედიაში დაიწერა, რომ ბარსელონა 43 წლის ლეგენდარული კიპერის დამატებას განიხილავდა, თუმცა ეს ხმები ბლაუგრანამ მალევე უარყო.

Repubblica-ს ცნობით, რომა და ატალანტა ჯიჯის დამატებას სერიოზულად განიხილავენ, თუმცა არც ჯენოას ვარიანტის გამორიცხვა შეიძლება, რომელიც ბუფონის ერთ-ერთი ფავორიტი გუნდია და ამას ლეგენდა არასოდეს მალავდა.

თავად ჯიჯი საკუთარ მომავალზე საუბარს თავს არიდებს და მან განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას თვის ბოლოს მიიღებს და თუ რაიმე საინტერესი ვარიანტი არ გამოჩნდა, არც კარიერის დასრულება გამორიცხა.