Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ატალანტა და რომა შეთანხმდნენ

ატალანტამ რომას ფეხბურთელის, რიკ კარსდროფის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია. ბერგამოელები ნიდერლანდელ მარჯვენა მცველს იჯარის წესით აიყვანენ და იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურტელი გუნდის მატჩების 60 პროცენტში მიიღებს მონაწილეობას, ატალანტას მისი გამოსყიდვის ვალდებულება 7 მილიონ ევროდ ექნებათ.

25 წლის კარსდორფი რომამ 2017 წელს ფეინოორდიდან, 17 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდა, თუმცა ტრავმებისა და ცუდი ფორმის გამო თავის წარმოჩენა ვერ მოახერხა.

გასული სეზონი მან იჯარის წესით ფეინოორდში გაატარა, 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. ატალანტაში მას ტიმოთი კასტანეს შეცვლა მოუწევს, რომელიც 25 მილიონის სანაცვლოდ ლესტერში გადადის.

Leave a Reply

Your email address will not be published.