Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ატალანტა იუვენტუსიდან დემირალის გამოსყიდვას გეგმავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ბერგამოს ატალანტა იუვენტუსის საკუთრებაში მყოფი მერიჰ დემირალის გამოსყიდვას აპირებს.

თურქი ცენტრალური მცველი ატალანტას იუვენტუსიდან სეზონის სტარტზე არენდით შეუერთდა, რის სანაცვლოდაც იუვენტუსმა 2.5 მილიონი ევრო მიიღო და კონტრაქტის მიხედვით, ლა დეას მისი გამოსყიდვა 25 მილიონის სანაცვლოდ შეუძლია, რასაც მომავალში გარკვეული ბონუსები დაემატება.

23 წლის ფეხბურთელი ატალანტაში გადასვლისთანავე გუნდის ძირითადის უცვლელი წევრი გახდა და Tuttomercato-ს ინფორმაციით, ბერგამოელები სეზონის ბოლოს მისი გამოსასყიდი პუნქტის ამოქმედებას და ფეხბურთელის შენარჩუნებას გეგმავენ.