Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ატალანტა იუვენტუსის მეკარით ინტერესდება

ბერგამოელები მომავალი სეზონისთვის გაძლიერებას განაგრძობენ და ამჯერად თვალი იუვენტუსის საკუთრებაში მყოფ მატია პერინს დაადგეს,რომელიც ამჟამად იჯარის წესით ჯენოაში ირჯება.

რამდენიმე იტალიური წყაროს მტკიცებით,პერინი ატალანტას ნომერი პირველი სამიზნეა და გუნდის წარმომადგენლები იუვენტუსს მის თაობაზე უკვე დაუკავშირდნენ.

პიერლუიჯი გოლინმა,რომელიც ატალანტას ძირითადი მეკარეა,სერია ა-ს ბოლო ტურში ტრავმა მიიღო და ის გუნდს მინიმუმ 2 თვე ვერ დაეხმარება,შესაბამისად ბერგამოელებისთვის მეკარის შეძენა პრიორიტეტულია.

პერინს და გასპერინის ერთად უკვე ნამუშევარი აქვთ.ორივე მათგანი 2014-16 წლებში ჯენოაში ირჯებოდნენ და იტალიელ სპეციალისტს პერინის შესაძლებლობები კარგად მოეხსენება.

იტალიელი კიპერის კონტრაქტი იუვენტუსთან 2022 წლის ივნისში იწურება და ის სეზონში ანაზღაურების სახით 2.2 მილიონს იღებს.

იუვენტუსს ატალანტას შემტევის,დუვან ზაპატას გაფორმება სურს და არ არის გამორიცხული, პერინის ტრანსფერში ცართვა შესთავაზოს.

Leave a Reply

Your email address will not be published.