Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ატალანტა იუვენტუსის მცველს გამოისყიდის

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ატალანტა იუვენტუსის საკუთრებაში მყოფი კრისტიან რომეროს კონტრაქტში არსებულ პუნქტს გაააქტიურებს და არგენტინელ უკანახაზელს 16 მილიონ ევროდ გამოისყიდის.

23 წლის რომერო გასპერინის გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წევრია და მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 40 მატჩში 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.