Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ატალანტა – იუვენტუსი ტიტულისთვის პირველად იბრძოლებენ

გუშინ ატალანტამ ნაპოლი 3 – 1 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქ ტურინის იუვენტუსი იქნება, რომელმაც თავის მხრივ ნახევარფინალში ინტერის გამოთიშვა მოახერხა.

ფინალური დაპირისპირება 19 მაისს ტრადიციულად Stadio Olimpico უმასპინძლებს და ეს გუნდებს შორის იქნება პირველი დაპირისპირება, რომელშიც თასის მფლობელის ბედი გადაწყდება.

ბიანკონერიმ Coppa Italia-ს ფინალში 20-ჯერ მოახერხა თამაში და აქედან 13 მათი გამარჯვებით დასრულდა, ატალანტამ კი მხოლოდ 5 ფინალი ითამაშა და თასის მოპოვება ერთხელ მოახერხა, ისიც ტურინული გუნდის წინააღმდეგ, თუმცა არა იუვენტუსის, არამედ ტორინოს დამარცხების შემდეგ.

ბოლო წლებში ჯან პიერო გასპერინის ატალანტა იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი გუნდი იყო, თუმცა ბერგამოელებმა ტიტულის მოპოვება ვერ მოახერხეს და 19-ში მათ ამის კარგი შანსი ექნებათ…