Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ატალანტა ლოკომოტივთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

მოსკოვის ლოკომოტივის შემტევი ნახევარმცველის, ალეკსეი მირანჩუკის აგენტმა დაადასტურა, რომ ბერგამოელები რუსულ გუნდთან ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

რუსი ფეხბურთელი, რომელმაც იუვენტუსს ჩემპიონთა ლიგაზე 2 გოლი გაუტანა, ატალანტას ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში არაერთხელ დაუკავშირეს.

„ატალანტას და ლოკომოტივის წარმომადგენლები შესაძლო ტრანსფერს განიხილავენ და თუ მათ შეთანხმებას მიაღწიეს, ჩვენ ატალანტას წინადადებას მხოლოდ ამ შემთხვევაში განვიხილავთ.“ განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა

24 წლის რუსმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში რუსულ პრემიერ ლიგაში 27 თამაში ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.

Leave a Reply

Your email address will not be published.