Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ატალანტა მილანის ნახევარმცველით ინტერესდება

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ბერგამოს ატალანტა მილანის ახალგაზრდა ტალანტის ტომაზო პოგებას ტრანსფერით ინტერესდება.

21 წლის ნახევარმცველმა გასული სეზონი იჯარის წესით სპეციაში გაატარა, სადაც თავისი პოტენციალი კიდევ ერთხელ გამოავლინა და 20 მატჩში 6 გოლთან ერთად 3 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

წყაროს ინფორმაციით, როსონერი მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, თუმცა ატალანტასგან მინიმუმ 10 მილიონ ევროს მოითხოვს.