Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ატალანტა მირანჩუკის გასხვისებას არ აპირებს

ბოლო პერიოდში იტალიურ მედიაში არ წყდება საუბარი, რომ ატალანტას ფეხბურთელი ალექსეი მირანჩუკი ზამთარში ბერგამოელთა რიგებს დატოვებს და კარიერას ტორინოში გააგრძელებს.

26 წლის რუსი ფეხბურთელი ატალანტას რიგებს 2020 წლის სექტემბერში მოსკოვის ლოკომოტივიდან, 14.5 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა ის მოლოდინების გამართლებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს და არც თუ ისე ბევრი სათამაშო დრო ეძლევა.

ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება ატალანტას დირექტორს ჯოვანი სარტორის მოუხდა.

„მირანჩუკის შესახებ ბოლო პერიოდში მედიაში არაერთი ჭორი წავიკითხე, მაგრამ ჩვენ ამ მომენტისთვის მის შესახებ არც ერთ გუნდთან არ გვისაუბრია.

„გუნდს ფეხბურთელის და მისი შესაძლებლობების სწამს, მისი მომენტი აუცილებლად დადგება, რადგან ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი და დიდი პროფესიონალია.“