Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ატალანტა მირანჩუკის ტრანსფერთან ახლოს არის

იტალიური მედიის ინფორმაციით, ატალანტა მოსკოვის ლოკომოტივის ნახევარმცველის, ალეკსეი მირანჩუკის ტრანსფერში კვლავ გალიდერდა.

24 წლის რუსი ფეხბურთელის შეძენა მილანსაც სურდა, თუმცა მას შემდეგ, რაც როსონერი ბრაჰიმ დიასისა და ოსკარ როდრიგესის ტრანსფერებზე გადაერთო, ატალანტამ ინიციატივა ხელთ იგდო და ტრანსფერზე გააქტიურდა.

ატალანტამ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული სვლის შემდეგ საკმაოდ მსუყე თანხა გამოიმუშავა და რუსების მიერ მოთხოვნილი 15-20 მილიონის გადახდა არ უნდა გაუჭირდეს.

Leave a Reply

Your email address will not be published.