Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ატალანტა მურიელს იანვარში არ გაყიდის

გასული დღეების განმავლობაში, ატალანტადან კოლუმბიელი ფორვარდის ლუის მურიელის შესაძლო წასვლის შესახებ არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ ისაუბრა.

რამდენიმე წყარო იმასაც ამტკიცებდა, რომ სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილო მურიელის გაფორმებას იუვენტუსი და მილანი ეცდებოდნენ, თუმცა როგორც ჩანს ბერგამოელებს სხვა გეგმები აქვთ.

დანიელე ლონგოს ინფორამციით, ლა დეა 30 წლის ფორვარდის გაყიდვას იანვარში არ აპირებს, მითუმეტეს იმ გუნდებისთვის, რომლებიც სერია ა-ში ჩემპიონთა ლიგის პოზიციებისთვის იბრძვიან.