Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ატალანტა პირველ ტრანსფერთან ახლოს არის

სტანდარდის ლიეჟის უკანახაზელი, მერგიმ ვოჯვოდა ადასტურებს, რომ მან ატალანტასთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და გუნდები ტრანსფეროს ბოლო დეტალებს აგვარებენ.

„ატალანტას წარმომადგენლები ბელგიაში 2 – 3-ჯერ ჩამოვიდნენ ჩემს სანახავად და მათგან ასეთი მონდომება ძალიან მესიამოვნა.

„მათთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შევათანხმე, ახლა კი გუნდები საბოლოო დეტალებს აზუსტებენ და უახლოეს დღეებში ყველაფერი გაოფიციალურდება. ჩემი გადაბირება კიდევ 3 გუნდს სურდა, თუმცა ატალანტას პროექტი ყველაზე მიმზიდველად ჩანს.“

კოსოვოს ნაკრების მარჯვენა მცველი ატალანტას 6 მილიონი ევრო დაუჯდება.

Leave a Reply

Your email address will not be published.