Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ატალანტა პობეგას ტრანსფერზე გააქტიურდა

ატალანტამ ალკმაარიდან ტეუნ კოოპმეინერსის ტრანსფერზე მისი სატრანსფერო ღირებულების გამო უარი თქვა და მილანის ტომაზო პობეგაზე გადაერთო.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, ბერგამოელები ნიდერლანდელებთან მოლაპარაკებებს რამდენიმე კვირის განმავლობაში აწარმოებდნენ, თუმცა ალკმაარი 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონს ითხოვს, რისი გადახდაც ატალანტას არ სურს და მის ალტერნატივაზე გადაერთო.

პობეგამ გასული სეზონი სპეციაში გაატარა და თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა, 2 დღის წინ კი მან მილანის რიგებში პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემა გაიფორმა, თუმცა მილანმა ტრანსფერებზე უკვე საკმაოად მსუყე თანხა დახარჯა და გუნდს პარალელურად ფეხბურთელების გაყიდვა სჭირდება, ამიტომ აკადემიის აღზრდილს 10-12 მილიონის საანცვლოდ შეელევა.