Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ატალანტა სასუოლოსთან ბოგას თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

ატალანტასა და სასუოლოს შორის ჯერემი ბოგას ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბერგამოელები კოტ-დიუვარელი ვინგერის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვენ, ატალანტას კი 24 წლის ფეხბურთელში 20 მილიონზე მეტის გადახდა არ სურთ.

ბოგას კონტრაქტი სასუოლოსთან 2023 წლის ზაფხულში იწურება, ამიტომ ადრე თუ გვიან ნეროვერდის დათმობაზე წასვლა და ფასის დაკლება მოუწევს…