Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ატალანტა ტაუვინის გაფორმებას ეცდება

მარსელის ოლიმპიკის შემტევმა,ფლორან ტაუვინმა ფრანგულ გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა,ახალ გუნდს ეძებს და მისი შეძენა ატალანტას სურს.

27 წლის ფეხბურთელს მარსელთან კონტრაქტი 2021 წლის ივნისამდე აკავშირებს და ფრანგულ მხარეს მისი იაფად გაყიდვა მოუწევს,რომ მომავალ წელს ის სრულიად უფასოდ არ დაკარგოს. მისი ღირებულება დაახლოებით 15-20 მილიონი ევროა.

ტაუვინმა 2019-20 წლების სეზონი ხშირი ტრავმების გამო თითქმის უთამაშებლად გაატარა, თუმცა 2018-19 წლებში 37 შეხვედრაში 18 გოლის გატანა და 9 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა,რითიც გასპერინის ყურადღება დაიმსახურა.

ფრანგი ფეხბურთელი ჯერემი ბოგას ალტერნატივაა,რომელიც ატალანტას გაცილებით ძვირი დაუჯდება და ამასთან ერთად სასუოლოს გარემარბის ტრანსფერში ნაპოლი ლიდერობს.

Leave a Reply

Your email address will not be published.