Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ატალანტა უდინეზეს კიპერით ინტერესდება

ატალანტა ზაფხულში უდინეზეს არგენტინელი კიპერის ხუან მუსოს გაფორმებას ეცდება.

27 წლის ფეხბურთელს უდინეზესთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა მან არაერთხელ აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, ამიტომ ზაფხულში დიდი ალბათობით უდინეს დატოვებს და უფრო ძლიერ გუნდში გადაბარგდება.

მუსოს გასული სეზონის მსვლელობისას ინტერს უკავშირებდნენ, მაგრამ ფინანსური კრიზისის გამო ნერაძურიმ სამირ ჰანდანოვიჩის კიდევ ერთი სეზონით შენარჩუნება გადაწყვიტა.