ატალანტა უდინეზეს კიპერის დამატებასთან ახლოს არის
იტალიური მედიის ინფორმაციით, ატალანტა და უდინეზე არგენტინელი კარის დარაჯის ხუან მუსოს ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ და შეთანხმებასთან ახლოს არიან.
არგენტინელი ფეხბურთელი უდინეზეს 2018 წელს შეუერთდა და მას შემდეგ ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული კიპერი იყო. მისი გაფორმება ინტერმა არაერთხელ სცადა, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო ვერ მოახერხა და როგორც ჩანს, მუსო კარიერას ბერგამოში გააგრძელებს.
Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, მისი ტრანსფერი ლა დეას 20 მილიონი ევრო დაუჯდება.