ატალანტა შემადგენლობის გაძლიერებას განაგრძობს
იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ატალანტა ვალენსიას მარჯვენა მცველის, კრისტიანო პიჩინის ტრანსფერთან ახლოს არის.
27 წლის იტალიელი ფეხბურთელი ტიმოთი კასტანეს შემცვლელი იქნება, რომელიც გასულ კვირას ლესტერის ფეხბურთელი გახდა.
რომანოს მტკიცებით, ფეხბურთელი ბერგამოელებს 1-წლიანი იჯარით შეუერთდება, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.