Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ატლეტიკომ დე პაულის ტრანსფერი შეათანხმა

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ალფრედო პედულას ინფორმაციით, როდრიგო დე პაულის ატლეტიკოში ტრანსფერი საბოლოოდ გადაწყდა.

არგენტინელ ფეხბურთელს მილანს, იუვენტუსს და ინტერს ხშირად უკავშირებდნენ, თუმცა წყაროს ცნობით ის კარიერას მადრიდის ატლეტიკოში გააგრძელებს.

პედულას თქმით, დიეგო სიმეონეს გუნდი უდინეზეს 35 მილიონ ევროს გადაუხდის, რასაც შემდეგში 5 მილიონი ბონუსებით დაემატება და საბოლოო ჯამში უდინელების მოთხოვნილ 40 მილიონს გაუთანაბრდება.