Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ატლეტიკომ მორატას ტრანსფერზე იუვენტუსის წინადადება დაბლოკა

სერია ა-ს სტარტი უფრო და უფრო ახლოს არის, იუვენტუსს კი ცენტრალური თავდამსხმელი ჯერ კიდევ არ ჰყავს…

სუარესი ტურინელებისთვის კვლავ აქტუალურია, თუმცა ურუგვაელის ტრანსფერში გარკვეული შეფერხებებია და ბიანკონერი პარალელურად სხვა ვარიანტებზეც მუშაობს.

რამდენიმე საათის წინ მოგახსენეთ, რომ ტურინელები და ედინსონ კავანი კონტრაქტის დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ და პირლოს დიბალა-რონალდუს მეწყვილის ძებნა სხვაგან მოუწევს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, იუვე ატლეტიკო მადრიდის შემტევის, ალვარო მორატას ტრანსფერზეც მუშაობს და წყაროს მტკიცებით ბიანკონერიმ ესპანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ატლეტიკოს 50 მილიონი ევრო შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.

მორატას კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 150 მილიონი ევროა მითითებული, თუმცა ატლეტიკო მზად არის ფეხბურთელი 70 მილიონის სანაცვლოდ გაუშვას…

Leave a Reply

Your email address will not be published.