Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ატლეტიკოს ინტერესი მილიკის მიმართ იზრდება

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ იანვარში ატლეტიკო დიეგო კოსტას კონტრაქტს ორმაგი შეთანხმების საფუძველზე გაუწვეტს და ესპანური გუნდი მის შემცვლელს უკვე ეძებს.

AS, Mundo Deportivo და Marca-ს ინფორმაციით, ატლეტიკოსთვის კოსტას შემცვლელად ნაპოლის პოლონელი ფორვარდი, არკადიუშ მილიკი სურს, რომლის კონტრაქტიც პარტენოპეისთან სეზონის ბოლოს იწურება და ნაპოლი მის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვს.

ატლეტიკოს კონკურენციას იუვენტუსიც უწევს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტურინელებმა აღნიშნული თანხის გადახდა მოინდომონ და დიდი ალბათობით 26 წლის პოლონელი კარიერას ესპანეთის დედაქალაქში განაგრძობს.