Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ატლეტიკოს პირველი წინადადება ჩალჰანოღლუს

რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ, რომ ჰაკან ჩალჰანოღლუს სახელი მადრიდის ატლეტიკოს დაუკავშირეს და როგორც ჩანს, ესპანელები თურქი ფეხბურთელის ტრანსფერს სერიოზულად განიხილავენ.

MilanNews-ის ინფორმაციით, ესპანელებმა ჰაკანს პირველი წინადადებით უკვე მიმართეს. ატლეტიკო მზად არის ჩალჰანოღლუს 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, სეზონში ანაზღაურების სახით 3 მილიონი გადაუხადოს და ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ბონუსად 3 მილიონი ევრო ბონუსან გადაუხადოს.

წყაროს ცნობით, ჩალჰანოღლუს ატლეტიკოს წინადადება არ აკმაყოფილებს და ამ ეტაპზე ის მილანის შეთავაზებას ამჯობინებს, ესპანელებისთვის კი პრიორიტეტულად დე პაულის ტრანსფერი რჩება და ჯერჯერობით გაუმჯობესებული წინადადების გაკეთებას არ აპირებენ.