ატლეტიკო და მილიკი მოლაპარაკებებს აწარმოებენ

მადრიდის ატლეტიკოს ნაპოლის შემტევის,არკადიუშ მილიკის გაფორმება სურთ და მას გაორმაგებულ ხელფასს ჰპირდებიან.

მილიკის კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს იწურება და გუნდის მესვეურებმა უკვე გააკეთეს განცხადება,რომ თუ ფეხბურთელი ახალ კონტრაქტს ხელს არ მოაწერს,ის გუნდს აუცილებლად დატოვებს.

AS-ს ინფორმაციით,პოლონელი ფეხბურთელის აგენტი ატლეტიკოს სპორტულ დირექტორს ესაუბრა და მისი ესპანეთში გადასვლა განიხილეს.მათი მტკიცებით,დიეგო სიმეონეს გუნდი მზად არის,მილიკს სეზონში 5 მილიონი გადაუხადოს,რაც 26 წლის ფეხბურთელის ამჟამინდელ ხელფასს 2-ჯერ აღემატება.

ატლეტიკოს ტრანსფერში დიეგო კოშტას ჩართვა სურთ,თუმცა ნაპოლის პოზიცია უკვე ცნობილია,ისინი ფეხბურთელს,რომელმაც მიმდინარე სეზონში 25 თამაშში 13 გოლის გატანა მოახერხა,მხოლოდ 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევიან.

Leave a Reply

Your email address will not be published.