Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ატლეტიკო იუვენტუსს ფეხბურთელების გაცვლას შესთავაზებს

ესპანური მედიის ინფორამციით, მადრიდის ატლეტიკო ზაფხულში პაულო დიბალას გაფორმებას შეეცდება და მზად არის ბიანკონერის მის სანაცვლოდ ალვარო მორატა შესთავაზოს, რომელიც ტურინში იჯარის წესით ასპარეზობს და იუვეს მისი გამოსყიდვა 45 მილიონ ევროდ შეუძლია.

დიბალას კონტრაქტი იუვენტუსთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და თუ ბიანკონერიმ სატრანსფერო ფანჯრის დაწყებამდე არგენტინელთან ახალი ხელშეკრულება ვერ შეათანხმა, მისი გუნდიდან წასვლა საკმაოდ რეალური გახდება.

სხვადასხვა გამოცემის ინფორამციით, იუვენტუსი მზად არის ატლეტიკოსთან ფეხბურთელების გაცვლა განიხილოს, თუმცა მათ დიბალას სანაცვლოდ არა მორატა, არამედ ჟოაო ფელიქსი სურთ.