Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ატლეტიკო ლაუტაროს ტრანსფერზე აქტიურობს

ლაუტარო მარტინესის აგენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არგენტინელი ფორვარდი ნებისმიერ მიღებულ წინადადებას განიხილავს და მათ ნერაძურისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვეს (სრული სტატია იხილეთ აქ).

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის ფრანცესკ აგუილარის ინფორმაციით, მას შემდეგ ყველაზე მეტად არგენტინელი ფორვარდის ტრანსფერზე მადრიდის ატლეტიკო აქტიურობს და მზად არის ფეხბურთელს ინტერზე უკეთესი პირობები შესთავაზოს.

„ლაუტარო მარტინესი ინტერისთვის პრობლემა გახდა მას შემდეგ, რაც მან ახალ კონტრაქტზე უარი თქვა. არგენტინელი ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ მეტ ფულს ითხოვს, რისი გადახდის სურვილიც ატლეტიკომ გამოთქვა. ლაუტაროს გაფორმება ჩოლო სიმეონეს პირადი მოთხოვნაა.“