Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ატლეტიკო მილანთან მატჩს სერიოზული დანაკლისით ხვდება

მილანი სერია ა-ს პარალელურად ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას განაგრძობს და როსონერის იმის მიუხედავად, რომ ჯგუფში 1 ქულით ბოლო ადგილზეა, მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი ჯერ კიდევ აქვს, ამიტომ როსონერიმ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო მატჩში, რომელიც 25 ნოემბერს ატლეტიკოს წინააღმდეგ, მადრიდში გაიმართება, მოსაგებად უნდა იბრძოლოს.

მადრიდის დედაქალაქში ჩასვლა და 3 ქულის მოსაპოვებლად თამაში არც ერთი ევროპული გრანდისთვის მარტივი არ არის, თუმცა მილანს ამ ყველაფერში ატლეტიკოს საკადრო პრობლემები დაეხმარება.

Wanda Metropolitana-ზე ატლეტიკოს სხვადასხვა მიზეზების გამო ჟოაო ფელიქსი, ფელიპე, ტრიპიერი და ანტუან გრიზმანი ვერ დაეხმარებიან, რაც დიეგო სიმეონეს გუნდისთვის ძალიან დიდი დანაკლისია…