Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ატლეტიკო რაფაელ ლეაოს ტრანსფერით ინტერესდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, რაფაელ ლეაოს შესანიშნავი ფორმა მიმდინარე სეზონში ევროპულ გრანდებს ყურადღების გარეშე არ დარჩენიათ და პორტუგალიელი ფეხბურთელის ტრანსფერით მადრიდის ატლეტიკო ინტერესდება.

მილანის ფორვარდმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 9 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან გოლის გატანა მოახერხა ატლეტიკოს კარშიც, როდესაც როსონერი ესპანეთის ჩემპიონებს ჩემპიონთა ლიგაზე დაუპირისპირდნენ.

Calciomercato-ს ინფორმაციით, მილანის ხელმძღვანელობა ლეაოს გაყიდვას არ აპირებს, თუმცა თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე 40-45 მილიონს გადაიხდის, მისი გაშვება გამორიცხული არ არის.