Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ატლეტიკო ფიორენტინას უკანახაზელით ინტერესდება

ესპანური წყაროების ცნობით, ატლეტიკომ ფიორენტინასთან სერბი უკანახაზელის ნიკოლა მილენკოვიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წამოიწყო.

მილენკოვიჩის მიმდინარე კონტრაქტი იებთან 2023 წლის ზაფხულში იწურება და მის ხელშეკრულებაში არსებული პუნქტის მიხედვით, სერბი უკანახაზელის გამოსყიდვა ნებისმიერ დაინტერესებულ გუნდს 15 მილიონ ევროდ შეეძლება.

მილენკოვიჩის ტრანსფერით გასული კვირეების განმავლობაში მილანი და ინტერი ინტერესდებოდნენ, თუმცა მისი გამოსასყიდი თანხის გადახდა არც ერთმა მათგანმა ისურვა.