Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

‘ატომური ჭიანჭველა’ იტალიაში ბრუნდება ?

SerieBNews-ის ინფორმაციით, სილვიო ბერლუსკონის მონცას, რომელიც სერია ბ-ში ასპარეზობს, იუენტუსის და იტალიის ნაკრების ყოფილი შემტევის სებასტიან ჯოვინკოს გაფორმება სურს.

წყაროს ცნობით, მონცას რიგებს დიდი ალბათობით მარიო ბალოტელი დატოვებს და გუნდის გენერალურ დირექტორს გალიანის მის ნაცვლად გუნდში ჯოვინკოს ხილვა უნდა, რომელიც ამჟამად ალ ჰილალის ღირსებას იცავს.