Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

აუარის იუვენტუსში ტრანსფერი ბერნარდესკის გამო ჩაიშალა

France Football-ის ინფორმაციით, ჰუსემ აუარის იუვენტუსში ჩაშლილი ტრანსფერის მთავარი მიზეზი ფედერიკო ბერნარდესკია, რომელმაც ფრანგულ გუნდში გადასვლა არ მოისურვა.

22 წლის ფეხბურთელს იუვენტუსს და არსენალს უკავშირებდნენ, თუმცა ლიონთან შეთანხმება ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოახერხა და აუარი გუნდში დარჩა.

ფრანგული გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსმა ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმებას მიაღწია და ლიონს 50 მილიონი ევრო და ფედერიკო ბერნარდესკის იჯარა შესთავაზა, თუმცა იტალიელმა ფეხბურთელმა საფრანგეთში გადასვლა არ ისურვა.