Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

აუარი და კრისტანტე იუვეში?

იუვენტუსი ჰუსემ აუარის სანაცვლოდ ლიონს 2-წლიან იჯარას სთავაზობს,ფეხბურთელის შემდეგი გამოსყიდვის აუცილებლობით,ხოლო ბრაიან კრისტანტეს მისაყვანად ტრანსფერში როლანდო მანდრაგორას ჩართვას აპირებს.

Corriere dello Sport-ის მტკიცებით,მანჩესტერ სიტის და პსჟ-ს ინტერესის მიუხედავად,აუარისთვის იუვენტუსი პრიორიტეტული გუნდია.ლიონი ფეხბურთელს 70 მილიონ ევროდ აფასებდა,თუმცა პანდემიის შემდეგ მისი ფასი 50 მილიონამდე დაეცა.

გამოცემის მტკიცებით,იუვენტუსი რომასთან კრისტანტეს თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს და მის სანაცვლოდ მანდრაგორას სთავაზობს,რაზეც დედაქალაქელები თანახმა არიან.