Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

აუარი იუვენტუსის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება

ჰუსემ აუარი უკვე დიდი ხანია, რაც იუვენტუსის სატრანსფერო სამიზნეა და ბიანკონერი მის გაფორმებას სეზონის ბოლოს კიდევ ერთხელ შეეცდება.

Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსში ზაფხულში როგორც შემადგენლობის, ასევე მენეჯმენტის მხრივ სერიოზული ცვლილებები იგეგმება და შემადგენლობაში ყველაზე მეტად გადახალისება ნახევარდაცვის ხაზს მოუწევს.

მიმდინარე სეზონში იუვენტუსის ნახევარდაცვა და განსაკუთრებით რაბიო-რემსის დუეტი კრიტიკას ვერ უძლებს და ორივე მათგანი გუნდს დიდი ალბათობით დატოვებს.

აუარის გარდა, იუვენტუსს ნახევარდაცვის გაძლიერება ლოკატელი-დე პაულის დუეტით სურს, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო ტურინელებს არჩევანის გაკეთება მოუწევთ.