Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

აუარი იუვენტუსის მოლოდინში…

ფრანგული გამოცემა L’Equipe-ს ინფორმაციით, არსენალის მთავარ სატრანსფერო სამიზნეს, ჰუსამ აუარს მეთოფეების რიგებში გადასვლა არ სურს და იუვენტუსის ან მანჩესტერ სიტის მოლოდინშია.

22 წლის ფეხბურთელს, რომელმაც ლიონის დატოვების სურვილი ღიად დააფიქსირა, ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, არსენალი კი ფეხბურთელს ლიგაზე თამაშის საშუალებას მინიმუმ ერთი წელი ვერ მისცემს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ახლა კიეზას ტრანსფერზეა გადართული და აუარზე ნაკლებად ფიქრობს, თუმცა თუ ლიონი ფეხბურთელის იჯარით გაშვებას დასთანხმდება, გამორიცხული არაფერია…