Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

აუარს იტალიაში თამაში უნდა

იტალიური მედია იტყობინება,რომ ლიონის ნახევარმცველს,ჰუსემ აუარს მომავალ სეზონში იტალიაში თამაში სურს.

21 წლის ფეხბურთელს იუვენტუსს და მანჩესტერ სიტის უკავშირებენ,ლიონის პრეზიდენტმა კი უკვე განაცხადა,რომ მას იუვენტუსში ურჩევდა გადასვლას.

Tuttojuve-ს მტკიცებით,იუვენტუსს ჯერჯერობით ოფიციალური წინადადებით ლიონისთვის არ მიუმართავს,თუმცა ბიანკონერი წინადადებას ამზადებს და გამოცემის აზრით,ფეხბურთელს იტალიაში სურს თამაშის გაგრძელება.

შეგახსენებთ,რომ 18 აგვისტოს იუვენტუსი და ლიონი ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მეორე წრეში შეხვდებიან.პირველი თამაში მხარეებს შორის ლიონის გამარჯვებით 1 – 0 დასრულდა.

Leave a Reply

Your email address will not be published.