Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

აურიერის მილანში ტრანსფერის შანსი იზრდება

მილანი ტოტენჰემთან სერჟ აურიერის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აგრძელებს. დღეს დილით ლონდონელებმა ვულვზიდან მეტ დოჰერტი გაიფორმეს, რაც იმის მაუწყებელია, რომ აურიერი ლონდონს დატოვებს.

ბრიტანეთში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტოტენჰემს დოჰერტის ტრანსფერში აურიერის ჩართვა სურდა, თუმცა ეს ბარტერი თავად ფეხბურთელმა დაბლოკა და კოტ-დიუვარელ ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება მილანში სურს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ტოტენჰემს ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონის მიღება სურს, მილანი კი მხოლოდ 15-ს სთავაზობს, თუმცა ფეხბურთელის სურვილმა შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს.

როსონერისთვის ახლა პრიორიტეტული სანდრო ტონალის ტრანსფერია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ აურიერის სანაცვლოდ წინადადება გაზარდოს.

Leave a Reply

Your email address will not be published.