Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

აუსილიომ კანტეზე, ბროზოვიჩზე, კიეზაზე და შკრინიარზე ისაუბრა

ინტერის დირექტორმა, პიერო აუსილიომ ინტერის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.

„ინტერი კიეზას ტრანსფერზე არ მუშაობს. ჩვენ ფედერიკო ძალიან მოგვწონს, თუმცა ამ ეტაპზე ასეთი ტრანსფერების განხორციელების საშუალება არ გვაქვს. გულშემატკივრებს ვერ მოვატყუებ და ძვირიან ტრანსფერებს ვერ დავაანონსებ. იგივე მდგომარეობაა კანტეს თემაზეც,
მისი ტრანსფერი ჩვენთვის შეუძლებელია.

„ახლა ჩვენ კოლაროვის ტრანსფერზე ვართ კონცენტრირებული და რომასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია.

„ბროზოვიჩი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და გუნდი მას ენდობა, თუმცა თუ მის სანაცვლოდ საინტერესო წინადადებას მივიღებთ, აუცილებლად განვიხილავთ.

„შკრინიარი არის ფეხბურთელი, რომელშიც ინტერმა დიდი ინვესტიცია განახორციელა, ის ჩვენთან დარჩება.

„მესიზე საუბარს აღარ ვაპირებ, ეს ფანტასტიკის სფეროა და უკვე ვთქვი, რომ ნერაძურის ასეთი ტრანსფერების განხორციელების საშუალება არ აქვს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.