Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

აუსილიო:“ ინტერი მესის გაფორმებას არ აპირებს“

ინტერის სპორტულმა დირექტორმა ხმები იმის შესახებ, რომ ნერაძური ლეო მესის ტრანსფერზე მუშაობს, კიდევ ერთხელ უარყო.

„მესის შესახებ სათქმელი არაფერია. არც კი მესმის, თუ საიდან მოდის ასეთი ინფორმაცია. მსოფლიოში არ არსებობს გუნდი, რომელსაც მესის გაფორმება არ სურს, თუმცა არსებობს ფაქტები, რომლებსაც ვერ გავექცევით.

„ლაუტაროს რაც შეეხება, ჩვენ მის ტრანსფერზე არავისთან მოლაპარაკებები არ გაგვიმართავს. ყველამ იცოდა, რომ მის ტრანსფერში გამოსასყიდი პუნქტი არსებობდა, თუმცა მისი ვადა უკვე გავიდა და ლაუტარო ჩვენთან დარჩება.”


აუსილიომ რამდენიმე სიტყვა სანდრო ტონალის შესახებაც თქვა, რომლის მილანში ტრანსფერს მხოლოდ გაოფიციალურება აკლია.

„ტონალი ჩვენ მართლაც მოგვწონდა, თუმცა ის მილანის ფეხბურთელი გახდება, ყველაფერი დასრულდა. ინტერს ნახევარდაცვის ხაზში ბევრი ფეხბურთელი ჰყავს და ახლა ეს პოზიცია არც პრიორიტეტულია და არც საჭირო სახსრები გვქონდა, რომ ბრეშას მოთხოვნა დაგვეკმაყოფილებინა.“

Leave a Reply

Your email address will not be published.