Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

აუსილიო:“ კონტეს, ლუკაკუს და ჰაკიმის წასვლა ნებისმიერ გუნდს გაანადგურებდა, ინტერის გარდა…“

ინტერის სპორტულმა დირექტორმა პიერო აუსილიომ გუნდიდან კონტეს, ლუკაკუს და ჰაკიმის წასვლის გამო გამოწვეულ სირთულეებზე ისაუბრა.

„ჩვენ გასული სეზონის ბოლოს ძალიან რთულ სიტუაციაში ვიყავით, რის გამოც გუნდმა სამი უმნიშვნელოვანესი ფიგურა, კონტე, ლუკაკუ და ჰაკიმი დაკარგა, თუმცა ჩვენ არასოდეს დავნებებულვართ.

„ფეხბურთის ერთ-ერთი ხიბლი სწორედ ეს არის, ის ახალ შანსს აუცილებლად გაძლევს, რომელიც ჩვენ შესანიშნავად გამოვიყენეთ.

„ვფიქრობ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურების დაკარგვა ნებისმიერ გუნდს გაანადგურებდა და მათ კრიზისს გამოიწვევდა, მაგრამ ინტერი არ დანებდა, ჭკვიანურად იმოქმედა და ახლა იმაზე ძლიერია, ვიდრე გასულ სეზონში.“