Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

აუსილიო:“ შკრინიარის ტრანსფერზე არავის მოუმართავს“

ბენევენტოსთან მატჩის წინ ინტერის სპორტულმა დირექტორმა სატრამსფერო გუნდის სატრანსფერო სიახლეებზე ისაუბრა.

„გასულ სეზონში კარგი გაკვეთილი მივიღეთ. ტრავმების გამო, ნახევარდაცვაში გარკვეული პრობლემები გვქონდა და ამის თავიდან ასაცილებლად გუნდმა კარგი შევსება მიიღო.

„ნაინგოლანი ? კალიარის წარმომადგენლებმა არაერთხელ დააფიქსირეს, რომ მათ რაჯას შეძენა უნდათ. სიტუაციას დავაკვირდებით და ისეთ გამოსავალს ვიპოვით, რომელიც ყველა მხარეს დააკმაყოფილებს.

„რანოკია ? ის გუნდში რჩება. ჯენოასთან მის შესახებ მოლაპარაკებები მართლაც იყო, თუმცა გადავწყვიტეთ, რომ ის გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა და მისი შენარჩუნება გვინდა.

„შკრინიარი ? სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დრო ჯერ კიდევ არის და ჩვენ ყველა წინადადებას განვიხილავთ, თუმცა მის სანაცვლოდ წინადადებით არც ერთ გუნდს არ მოუმართავს და გუნდი ბედნიერი იქნება, თუ ის გუნდში დარჩება.

„ვართ თუ არა ფავორიტები სკუდეტოსთვის ბრძოლაში ? იუვენტუსმა ზედიზედ 9 სკუდეტო მოიგო, ამიტომ სხვა გუნდის ფავორიტობაზე საუბარი უადგილოა. ჩვენ გვსურს, რომ გუნდი უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ და ნებისმიერი ტიტულისთვის ვიბრძოლოთ, თუმცა ჯერჯერობით ფავორიტი კვლავ იუვენტუსია.“