Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

აუსილიო:“ შკრინიარი არ იყიდება“

ინტერის დირექტორმა ფიორენტინასთან მატჩის წინ განაცხადა, რომ გუნდი მილან შკრინიარის გაყიდვას არ აპირებს.

„ტოტენჰემს შკრინიარის თაობაზე მართლაც შევხვდით, თუმცა მხოლოდ იმისთვის, რომ მათთვის გვეცნობებინა – შკრინიარი არ იყიდება. ჩვენ გოდინი უკვე გავუშვით და კიდევ ერთი მცველის გაყიდვას არ ვაპირებთ.

„კანტე ? ის ჩელსისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რეგულარულად თამაშობს და გუნდი მის გაყიდვას არ აპირებს. ინტერს 8 ნახევარმცველი ჰყავს და ამ პოზიციაზე ფეხბურთელის დამატებას არ ვაპირებთ.“