აშარფ ჰაკიმი ინტერთან კონტრაქტს სამშაბათს გააფორმებს

Sport Mediaset-ის ინფორმაციით,ინტერმა და მადრიდის რეალმა ჰაკიმის ტრანსფერთან დაკავშირებით ყველაფერი შეათანხმეს და ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას სამშაბათს გაივლის,რის შემდეგაც კონტრაქტს ხელს მოაწერს.

ინტერი 21 წლის მაროკოელის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს გადაიხდის,შემდეგში კი ბონუსების სახით 5 მილიონი ევროს დამატება მოუწევს.ჰაკიმი ინტერთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში მისი ანაზრაურება 5 მილიონი ევრო იქნება.

ჰაკიმმა მიმდინარე სეზონში 45 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 9 გოლით და 10 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

Leave a Reply

Your email address will not be published.