Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

აჩერბის აგენტი ინტერის სათაო ოფისს ეწვია

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ინტერის სათაო ოფისში ნერაძურის ხელმძღვანელობასა და ლაციოს უკანახაზელის ფრანჩესკო აჩერბის აგენტს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

წყაროს ცნობით, ნერაძური ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმებას ცდილობს, თუმცა ვეტერანი იტალიელი ჯერჯერობით ბენეამატას პრიორიტეტული სამიზნე არ არის.

წყაროს ცნობით, ინტერი ჩელსიდან ტრევო ჩალობას იჯარით დამატებას ცდილობს და თუ ლონდონელებთან საერთო ენის გამონახვა ვერ მოხერხდა, ლომბარდიული გრანდი აჩერბის ტრანსფერს დახურავს.