Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

აჩერბის აგენტმა კლიენტის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

1423394173

ლაციოს საკუთრებაში მყოფი იტალიელი მცველის ფრანჩესკო აჩერბის აგენტმა ფედერიკო პასტორელომ კლიენტის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ვეტერანი ფეხბურთელი იჯარის წესით ინტერში იმყოფება და ბენეამატას მისი გამოსყიდვა 4 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუძლია, მაგრამ ამ თანხის შემცირებას ითხოვს.

„ინტერმა ჩვენ უკვე გვაცნობა, რომ ფრანჩესკოს შენარჩუნება სურს, თუმცა გარკვეული ფინანსური შეთანხმების შემთხვევაში. ვფიქრობ, რომ გუნდებს შორის შეთანხმება შედგება, ლოტიტო ბიზნესმენია და მან იცის, რომ ეს ყველასთვის საუკეთესო ვარიანტია.“