Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

აჩერბის ტრანსფერის დახურვამდე, ინტერი ჩალობას გაფორმებას ეცდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერმა ფრანჩესკო აჩერბის ტრანსფერი ფაქტობრივად შეათანხმა, მაგრამ ჯერჯერობით მის გაოფიციალურებას არ ჩქარობს.

Corriere dello Sport-ის ცნობით, ბენეამატა ჩელსის უკანახაზელის ტრევო ჩალობას გაფორმებას ცდილობს და თუ ამის გაკეთება მოახერხა, აჩერბიზე უარს იტყვის.

გამოცემის ინფორმაციით, ჩელსი 23 წლის ფეხბურთელის იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუ დაინტერესებული მხარე მას რეგულარულ სათამაშო დროს მისცემს, ამიტომ უახლოეს პერიოდში ჩალობასა და აჩერბის შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს.