Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

აჩერბი ლაციოს და იტალიის ნაკრებს 1 თვე დააკლდება

ლაციოს იტალიელი უკანახაზელი ფრანჩესკო აჩერბი ტრავმის გამო 1 თვე თამაშს ვერ მოახერხებს და არ არის გამორიცხული, რომ მან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფში თამაში ვერ მოახერხოს.

იტალიელმა მცველმა დაზიანება ემპოლისთან მატჩის მსვლელობისას მიიღო, გუშინ ჩატარებულმა სამედიცინო შემოწმებამ კი მას კუნთის მე-2 ხარისხის გაჭიმულობა დაუდასტურა, სარეაბილიტაციო პროცესს კი მინიმუმ 1 თვე სჭირდება.

აჩერბიმ ინტერთან შეხვედრა უკვე გამოტოვა, მომდევნო თვის განმავლობაში კი ბიანკოჩელესტის სალერნიტანას, უდინეზეს და ატალანტას წინააღმდეგ მოუწევს თამაში.